გორის რაიონის სოფელ შავშვებთან გორის კარვების ქალაქში მყოფი დევნილებისთვის ახალი სოფელი შენდება. 177 კოტეჯში გორის კარვების ქალაქში მყოფ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეასახლებენ.
ყველა ოჯახისათვის გამოყოფილი იქნება ოთხოთახიანი კოტეჯი, რომელიც ყველა საცხოვრებელ პირობასთან ერთად ავეჯითაც უზრუნველყოფილი იქნება.
სოფელ შავშვებთან ახლოს მდებარე ახალი სოფლის მშენებლობის დაწყების პროცესს გაეცნო შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ვლადიმერ ვარძელაშვილი.
როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, დევნილებისთვის აშენებული ყველა სოფელი უზუნველყოფილი იქნება გზით, გაზით და წყალმომარაგებით. სოფლების მშენებლობების პარალელურად მიმდინარეობს წყალსაცავების და წყლის ჭაბურღილების მშენებლობები, საიდანაც სრულად მომარაგდება ახლად აშენებული სოფლები.
კოტეჯებში იქნება ყველა კომუნიკაცია. აგრეთვე მათ მფლობელოში იქნება მიწის ნაკვეთები, სადაც შეეძლებათ მოიყვანონ მოსავალი. ეს ადგილი მიბმულია სხვა სოფლებთან ახლოს. დაინიშნება სასკოლო ავტობუსი და დევნილი ბავშვები სწავლას შავშვების საჯარო სკოლაში განაგრძობენ“, _ განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.
სოფელ ბავშვებთან ახალი სოფლის აშენებაზე დაიხარჯება 5 მილიონი ლარი. მშენებლობებს აწარმოებს ექვსი სამშენებლო კომპანია