ზემო აფხაზეთში ბაღაფშის წარმომადგენლის ზაზა გურჩიანის სიდედრი ელეონორა კუკავა ხობის რაიონის სოფელ ხეთის საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს.
როგორც ინფორმატორი იუწყება, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ხეთის საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა ბაძღუამ ერთპიროვნულად მიიღო.
“უთანხმოება საათების გადანაწილებას მოჰყვა: ელეონორა კუკავას საათების დამატება და ხელფასის გაზრდა სურდა, რაზეც დირექტორისგან უარი მიიღო. ინციდენტის შემდეგ მანანა ბაძაღუამ რესურსცენტრთან შეთანხმების გარეშე კუკავა სკოლიდან გააგდო”.
აღსანიშნავია, რომ სკოლიდან გათავისუფლებული ელეონორა კუკავა დირექტორის გადაწყვეტილებას პოლიტიკას უკავშირებს, რადგან იგი ბაღაფშის წარმომადგენლის ზაზა გურჩიანის სიდედრია.