დღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ კონსერვატიული პარტიის წევრებმა და მათმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა გამართეს სამგლოვიარე აქცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.
აქციის მონაწილეებმა, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის შენობის წინ ცხინვალის რეგიონში დაღუპულთა მემორიალის აღმართვის ინიციატივით მიმართეს. "ქართველი მეომრები სამაჩაბლოში სამშობლოსათვის ბრძოლას შეეწირნენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ იქ, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალია აღმართული, სამაჩაბლოში დაღუპული შავლეგოების მემორიალიც უნდა აღიმართოს", - განაცხადა კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა.
აქციის დასრულების შემდეგ ქაშუეთის ეკლესიაში დაღუპულთა ხსოვნის პანაშვიდი გადაიხადეს
|