მოსკოვი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ დებატებზე უარს აცხადებს.
“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართველ კოლეგასთან დაპირისპირება ვერ გაბედა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ლავროვს დებატებში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მან ეს ვერ გაბედა” - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ტყეშელაშვილმა.
მინისტრი აპირებს, სესიაზე პირადად წარადგინოს აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია და ისაუბროს იმაზე, როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე.
როგორც ცნობილია, ლავროვმა დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
|