რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საერთაშორისო საზოგადოებას “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართვის პროცესის პოლიტიზირების თავიდან აცილებისკენ” მოუწოდებს.
“ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართვის პროცესი იოლი არ იქნება. მთავარია, მაქსიმალურად გავექცეთ ამ პროცესის პოლიტიზირებას და ვიმოქმედოთ უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა მედვედევმა.
|