ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიის ირგვლივ განლაგებული რუსი “სამშვიდობოები” ე.წ. უსაფრთოების ზონებიდან ევროკავშირის დამკვირვებლების საქმიანობის დაწყებიდან 10 დღეში გავლენ.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
“რუსი სამშვიდობოები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ზონებში მუშაობენ, სადაც, ვიმედოვნებთ, ევროკავშირი 1 ოქტომბერს საკუთარ დამკვირვებლებს განათავსებს, აღნიშნული ტერიტორიებიდან 10 დღის განმავლობაში გავლენ”, - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი საქართველოში 200-მდე დამკვირვებელს განათავსებს, რომლებიც საქმიანობას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 1 ოქტომბრიდან უნდა შეუდგნენ.
|