გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი საქართველოში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელების ინიციატივით გამოდის.
როგორც გაეროს გენმდივანმა განაცხადა, “აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს სამშვიდობო მისიის მანდატი, რომელიც 15 ოქტომბერს იწურება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს”.
ამასთან, პან გი მუნმა აღნიშნა, რომ “საქართველოში გაეროს მისიის მოქმედება რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო კორექტირებას საჭიროებს”.
“რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე გაერო იძულებულია, გადახედოს ამ საკითხს და მისიის მოქმედება საქართველოში რეგიონში შექმნილ ახალ რეალობას მიუსადაგოს”, - განაცხადა პან გი მუნმა.
|