“კონსერვატორები” საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის წინ სამაჩაბლოში დაღუპულთა მემორიალის აღმართვის ინიციატივით მიმართავენ.
“ჩვენი მეომრები სამაჩაბლოში სამშობლოსათვის ბრძოლას შეეწირნენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ქალაქის ცენტრში, პარლამენტის წინ, იქ, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალია აღმართული, სამაჩაბლოში დაღუპული შავლეგოების მემორიალიც უნდა აღიმართოს”, - განაცხადა დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
აქციის დასრულების შემდეგ “კონსერვატორების” ინიციატივით ქაშუეთის ეკლესიაში დაღუპულთა ხსოვნის პანაშვიდი გადაიხადეს.
|