კახეთში ყურძნის რეალიზაცია პრობლემად იქცა: გლეხებს ყურძენი ქარხნებთან ულპებათ.
როგორც რადიო “ჰერეთიდან” გახდა ცნობილი, უკვე სამი დღეა, აკურის, ვაჩნაძეანის და წინანდლის ღვინის ქარხნებთან ათეულობით გლეხი ყურძნის ჩაბარებას უშედეგოდ ცდილობს.
“სამი დღის დაკრეფილი ყურძენი უკვე მჟავდება და შესაბამისად, მისი ფასიც კლებულობს. თუ ყურძნის რეალიზაციას უახლოეს პერიოდში ვერ მოვახერხებთ, მთელი წლის მოსავალი ქარხანასთან დაგვილპება”- აცხადებენ გლეხები.
გუბერნატორის მოადგილის გიორგი ბოტკოველის განცხადებით კი, არსებული პრობლემა ქარხნებში ავზების გადავსებამ გამოიწვია და ყურძნის ჩაბარება დღის ბოლომდე აღდგება.
|