Главная » 2008»სექტემბერი»4 » მეთიუ ბრაიზა: "ომი არა 7 აგვისტოს, არამედ გაცილებით ადრე ოსმა სეპარატისტებმა რუსი ოფიცრების მეთაურობით დაიწყეს"
მეთიუ ბრაიზა: "ომი არა 7 აგვისტოს, არამედ გაცილებით ადრე ოსმა სეპარატისტებმა რუსი ოფიცრების მეთაურობით დაიწყეს"
13:26
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, "ცხინვალში ომი არა 7 აგვისტოს, არამედ გაცილებით ადრე რუსული მხარის თაოსნობით დაიწყო". როგორც ბრაიზამ ჟურნალისტებს განუცხადა, "აშშ-ს ომის დაწყების შესახებ მოსკოვისგან რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდება, თუმცა ვაშინგტონისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ომი არა 7 აგვისტოს, არამედ გაცილებით ადრე ოსმა სეპარატისტებმა რუსი ოფიცრების მეთაურობით დაიწყეს". "მათმა პროვოკაციამ საქართველო სამხედრო დაპირისპირებაში ჩააბა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, საქართველო გააგრძელებს სწრაფვას ნატო-სკენ და ალიანსის მისიებში მიიღებს მონაწილეობას" - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.