სამშაბათი, 23.04.2024, 21:14
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » მიხეილ სააკაშვილი: "მსოფლიომ საქართველოს რეგიონებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგალიზება არ უნდა დაუშვას"
მიხეილ სააკაშვილი: "მსოფლიომ საქართველოს რეგიონებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგალიზება არ უნდა დაუშვას"
13:29
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, "აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგალიზება არ დაუშვას". "საქართველოს ორ ტერიტორიაზე – აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდა განხორციელდა. რუსეთი ამ ეთნიკური წმენდის ლეგალიზებას ცდილობს. მოსკოვმა და ყველამ, ვინც ამ ქმედების დაკანონებას შეეცდება, უნდა იცოდეს, რომ აკანონებს უდიდეს ადამიანურ ტრაგედიას" – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთა დიკ ჩეინისთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ეთნიკური წმენდის მსხვერპლი არა მხოლოდ ქართული, არამედ რეგიონში მცხოვრები ის ოსური მოსახლეობაც გახდა, რომელიც კოკოითის სეპარატისულ რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა.  "მსოფლიომ ეს უნდა იცოდეს. მე მოგიწოდებთ ყველას, წინ აღუდგეთ ამ დანაშაულებრივი ქმედებების დაკანონებას და ადამიანთა ეთნიკური წმენდის უდიდესი დანაშაულის დაკანონება არ დაუშვათ" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Просмотров: 794 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz