Главная » 2008»სექტემბერი»4 » გიორგი კერვალიშვილი ცოტნე გამსახურდიას პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას მოითხოვს
გიორგი კერვალიშვილი ცოტნე გამსახურდიას პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას მოითხოვს
18:32
ადამიანის უფლებათა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კერვალიშვილი ცოტნე გამსახურდიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. კერვალიშვილის განცხადებით, "გამსახურდია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", წინააღმდეგ შემთხვევაში ის პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს. "ცოტნე გამსახურდიას მიმართ წაყენებული ბრალდებები აბსურდია და არ შეესაბამება რეალობას. როცა მტერს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, აპატიმრებენ იმ ადამინის შვილს, ვინც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა. ეს არის ედუარდ შევარდნაძის მიერ დაწყებული რეპრესიების გაგრძელება და პოლიტიკური ანგარისწორება ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ" - ნათქვამია კერვალიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია გუშინ კუდ-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. მას სამშობლოს ღალატში, ჯაშუშობასა და სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში ედება ბრალი, რაც 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ცოტნე გამსახურდიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს საღამოს წაუყენებენ.