საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემფასებელი კომისიის მორიგი სხდომა დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ, ადგილზე გაეცნონ ბორჯომის ხეობაში შექმნილ მძიმე ვითარებას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ირაკლი ღვალაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრა ძირითადად სამუშაო ხასიათს ატარებდა. კომისიის წევრები სამუშაო გრაფიკზე და მოპოვებული ინფორმაციის კოორდინაციაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა, რომ კომისიის წევრების მიერ მოპოვებულ ყველა ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები გაუწევენ კოორდინირებას.
ამასთან, შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ პირველ რიგში, აუცილებელია გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების შექმნა.
|