Главная » 2008»სექტემბერი»4 » სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ 300-ზე მეტი დაღუპულის გვამი ამოიცნო
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ 300-ზე მეტი დაღუპულის გვამი ამოიცნო
16:19
ოსური მხარის მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პროკურატურამ "საქართველოს აგრესიის შედეგად დაღუპული 300-ზე მეტი ადამიანის გვამი ამოიცნო". როგორც სააგენტო "რია ნოვოსტის" დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა განუცხადა, "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გენოციდის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ჩარჩოებში დადგენილია 276 ადამიანის ვინაობა, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკრძალეს". მისივე თქმით, დე ფაქტო პროკურატურამ დაადგინა კიდევ 35 დაღუპულის ვინაობა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან გადაყვანილები.