ატო-ში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოში ნატოს დელეგაციის სტუმრობას “გამომწვევად” აფასებს.
“ეს ვიზიტი, რომელიც 15-16 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, მიხეილ სააკაშვილის მორიგი მორალური მხარდაჭერის დემონსტრირებად აღიქმება, მისი ქმედებების მხარდაჭერა კი, ჩემი აზრით, გამომწვევია იმ მშვიდობიან მოსახლეობასთან მიმართებაში, რომელიც თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაზარალდა” - განაცხადა როგოზინმა “ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, “რუსული მხარე ყურადღებით მიადევნებს თვალს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ნატოს ხელმძღვანელობა, მათ შორის - საქართველოსთან მიმართებაშიც”.
როგოზინი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი ნატოსთან თანამშრომლობის შეკვეცაზე წავიდეს. “საუბარია ნატო-სთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიცაა “ავღანეთის ტრანზიტი” – განმარტა მან.