აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩეინი საქართველოს დღეს ეწვევა.
ჩეინის ვიზიტით ამერიკა კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოსადმი სრულ მხარდაჭერას.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მაღალი რანგის პირებთან გამართავს შეხვედრებს, რომლებზეც ჰუმანიტარულ დახმარებაზე, საქართველოს ტერიტორიულ უსაფრთხოებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებს.
როგორც ცნობილია, დიკ ჩეინი გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა, საქართველოდან კი იგი უკრაინაში გაემგზავრება.
უცხოური მედია ჩეინის ტურნეს მიზნად რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას ასახელებს. ამასთან, ზოგიერთი გამოცემის ინფორმაციით, ჩეინის ვიზიტს შესაძლოა, საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობის გაზრდა მოჰყვეს.