Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » ზეინო ბარანი: "აშშ რუსეთს აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარ დერეფანს არ გადააკეტინებს"
ზეინო ბარანი: "აშშ რუსეთს აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარ დერეფანს არ გადააკეტინებს"
16:19
ნიქსონის ცენტრის ხელმძღვანელის ზეინო ბარანის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანში იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ამ რეგიონის დატოვებას არ აპირებს და მისცემს რუსეთს საშუალებას, იგი მოსკოვის გავლენის სფეროში დააბრუნოს. მისივე თქმით, "აშშ-ის მიერ რიგი პოლიტიკური ვალდებულებების აღება შეიძლება, ბევრს არაფერნს ნიშნავდეს, მაგრამ აშშ არ მისცემს რუსეთს საშუალებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი ენერგოდერეფანი გადაკეტოს". "ამ ვალდებულების აღება თავისთავდ გულისხმობს, რომ აშშ ამ რეგიონს დაიცავს, ინფრასტრუქტურის განვითარებას დააფინანსებს და იმ კომპანიების მობილიზებას უზრუნველყოფს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ" - დასძინა ნიქსონის ცენტრის ხელმძღვანელმა.