Главная » 2008»სექტემბერი»4 » კარლ ფონ ვოგაუ: "ევროკავშირმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს დევნილების დაბრუნების საკითხში"
კარლ ფონ ვოგაუ: "ევროკავშირმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს დევნილების დაბრუნების საკითხში"
18:33
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კარლ ფონ ვოგაუ თავის ქართველ კოლეგას, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს შეხვდა. შეხვედრა პროტოკოლის თანახმად, 45 წუთს დახურულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროსესები, დამკვირვებელთა ჩამოსვლის დეტალები და დევნილთა დაბრუნების შესაძლებლობები განიხილეს. "ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია დამკვირვებელთა მისიის გამომგზავნის შესახებ, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა მარტო ამით არ ამოიწურება. ჩვენ გვაინტერესებს, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის. მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს დევნილების დაბრუნების საკითხში. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს" - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ კარლ ფონ ვოგაუმ.