Главная » 2008»სექტემბერი»4 » ილია მეორე ხვალ მსოფლიოში ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს შეხვდება
ილია მეორე ხვალ მსოფლიოში ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს შეხვდება
17:10
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალ მსოფლიოში ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს შეხვდება. საქართველოს საპატრიარქოში დაგეგმილი შეხვედრა იმ აქციის საორგანიზაციო საკითხებს ეხება, რომელიც 25 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. როგორც ცნობილია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და უშუალო თანადგომით, პაატა ბურჭულაძის ფონდი "იავნანა" 25 სექტემბერს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცებისა და უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას ჯუზეპე ვერდის "რექვიემს" მიუძღვნის. აქციაში პაატა ბურჭულაძესთან ერთად, მსოფლიოში აღიარებული სოლისტები ლუჩიანა დინტინო, რამონ ვარგასი და მიშელ კრაიდერი მიიღებენ მონაწილეობას. ოპერის სოლისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ და ქართველი ბავშვების დასახმარებლად სრულიად უანგაროდ იმღერებენ. შემოსული თანხა ომის შედეგად დაობლებულ ბავშვებს მოხმარდება.