ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:28
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში სამშობლოს ღალატის ბრალდებით პოლიტიკოსთა დაპატიმრება გაგრძელდეს
ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში სამშობლოს ღალატის ბრალდებით პოლიტიკოსთა დაპატიმრება გაგრძელდეს
17:09
რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში სამშობლოს ღალატის ბრალდებით პოლიტიკოსების დაპატიმრება გაგრძელდეს. ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას დაკავების კომენტირებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ მისთვის საქმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. "სამწუხაროდ, საქმის დეტალებს არ ვიცნობ, შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ცნობილი მხოლოდ მისი პოზიცია იყო", - განუცხადა "პირველს" ბერძენიშვილმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ამავე ბრალდებით ქვეყანაში ოპოზიციონერთა დაპატიმრება გაგრძელდეს. "არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე პირადად მე სხვა საკითხზე ვფიქრობ", - დასძინა მან. შეგახსენებეთ, რომ ცოტნე გამსახურდია კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, მას სამშობლოს ღალატში, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობასა და ჯაშუშობაში ედება ბრალი. მას ბრალს დღეს საღამოს წაუყენებენ.
Просмотров: 785 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz