მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე გადავიდა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გამარტივებული სავიზო რეჟიმის თანახმად, რუსეთის ყველა მოქალაქეს შეეძლება მიიღოს საქართველოს ვიზა, ყველა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე პასპორტის წარდგენისთანავე ვიზის საფასური 30 დოლარია.
მისივე შეფასებით, ქართული მხარის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, თუ რით განსხვავდება თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო არადემოკრატიულისაგან.
|