Главная » 2008»სექტემბერი»4 » აშშ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებას მოითხოვს
აშშ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებას მოითხოვს
16:17
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთ,ს როგორც შუამავალს უნდობლობას უცხადებს და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებას მოითხოვს. ამის შესახებ თბილისში გამარულ ბრიფინგზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩეინიმ განაცხადა. მისი თქმით, "რუსეთმა საკუთარი ქმედებებით საერთაშორისო პარტნიორების მიზნები და მოსკოვის, როგორც შუამავლის მიმართ ნდობა ეჭვქვეშ დააყენა". "აშშ გმობს რუსეთის უკანონო და ცალმხრივ მცდელობას საქართველოს საზღვრების შესაცვლელად. ეს მცდელობა საუყოველთაოდ დაგმო მთელმა მსოფლიომ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხანგრძლივი უსაფრთხოებისათვის მოვითხოვთ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტრების მშვიდობიანად მოგვარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით", - განაცხადა ჩეინიმ.