კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების გამგეობები საომარი მოქმედებების გამო შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილების დახმარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ასაიდუმლოებენ.-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებატა ცენტრში ". ცენტრის განცხადებით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან 22 აგვისტოს ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია, რა სახის დახმარება გაეწიათ დევნილებს; გამოიყო თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები დევნილთა დასახმარებლად, როდის, რის საფუძველზე და რამდენი; ასევე, რაში, როდის და სად გაიხარჯა გამოყოფილი თანხები; რა ჰუმანიტარული დახმარება, როდის და ვისგან მიიღო თითოეულმა რაიონმა დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად; ვინ უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების მიზნობრივად განაწილებას და რის მიხედვით. თუმცა დღემდე არანაირი პასუხი არ მიუღია
როგორც რადიო ჰერეთს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს დევნილთა დასახმარებლად შეძენილი და მიღებული ტვირთი არასწორად ნაწილდება, რის გამოც ცდილობს მონიტორინგის განხორციელებას, მაგრამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამის საშუალება არ ეძლევათ.