შაბათი, 27.04.2024, 02:34
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტელე-რადიოკომპანია "თრიალეთი" ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტელე-რადიოკომპანია "თრიალეთი" ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს
13:27
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული შიდა ქართლის რეგიონული ტელე-რადიოკომპანია "თრიალეთი" კერძო და იურიდიულ პირებს გვერდში დგომას და ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვს. ტელე-რადიოკომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, საომარი მოქმედებებისას "თრიალეთმა" უდიდესი ზარალი განიცადა. კერძოდ, გორის დაბომბვისა და ქალაქში რუსი ოკუპანტების შემოსვლის დროს, როდესაც ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი ტელევიზიის შენობაში მყოფ მედია-ცენტრის ჟურნალისტებთან ერთად იძულებული გახდა, შენობა დაეტოვებინა, მოხდა ტელე-რადიოკომპანიის კუთვნილი აპარატურის გაქურდვა, დაკარგულია უამრავი ძვირადღირებული აპარატი: სამონტაჟო კომპიუტერები, ვიდეოკამერები, ტელევიზორები, ვიდეო და აუდიომიქშერები, ნოუთბუქები, ჩამწერი დივიდი-ები, რესივერები, პრინტერები, UPS-ები და ასე შემდეგ. გორის რადიო-სატელევიზიო გადამცემი სადგურის (გორის ტელეანძა) შენობაში რუსი ოკუპანტების შეჭრის დროს კი დაცხრილული იქნა ტელე-რადიოკომპანია "თრიალეთის" ორი სატელევიზიო, ერთი რადიოგადამცემი და ერთი სარელეო მიმღებ-გადამცემი სადგური. გარდა ამისა, ტელეცენტრის შენობიდან დაკარგულია 10 კილოვატიანი გენერატორი და უწყვეტი კვების წყარო. ამასთანავე, კომპანიის შენობის წინ ე.წ. კასეტური ბომბის აფეთქებამ ჩაამსხვრია შენობის ყველა მინა, დაიცხრილა შენობის ფასადი და თუნუქის სახურავი, რომელიც ისე დაზიანდა, რომ მთლიანად შესაცვლელია. "ამ ყველაფერმა გამოიწვია ტელევიზიისა და რადიოგადაცემების შეწყვეტა. მაუწყებლობის აღდგენა დაკავშირებულია დიდ ფინანსებთან. ამჟამად, როცა რეგიონში აუცილებელია ტელევიზიის და რადიოს მუშაობა არა მარტო რეგიონის მოსახლეობისთვის, არამედ გორში მყოფი 30 000 ლტოლვილისთვის, მოგმართავთ თხოვნით ყველა კერძო და იურიდიულ პირს, გვერდში დაუდგეთ "თრიალეთს" და გაუწიოთ თუნდაც მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა. თქვენს მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა მოგვცემს საშუალებას, განვაახლოთ ტელევიზიის და რადიოს მაუწყებლობა, რომ ისევ გავაკეთოთ დღეში 5 საინფორმაციო გამოშვება, მოვაწყოთ თოქ-შოუები და გამოვაქვეყნოთ სხვადასხვა სახის განცხადებები, რათა ტელევიზია და რადიო დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს და ოპერატიულობას" - ნათქვამია "თრიალეთის" კოლექტივის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
Просмотров: 783 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz