”არ შეიძლება იმის განცხადება, რომ ჩვენ ახალ ცივ ომში აღმოვჩნდით, - ეს ყველაზე სახიფათო შეცდომაა, რომელიც პუტინს კიდევ უფრო ახელებს” - ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს გავლენიანი გამოცემა ”ვაშინგტონ პოსტი”.
სტატიის ავტორის აზრით, ”პუტინს ეშინია, რომ ნატოს ალყაში აღმოჩნდება, არადა, ნატოს მოსკოვის მიმართ მტრული მისწრაფებები სულაც არ აქვს”.
- ”ჩვენ დავინახეთ კონტრასტი ცხელსა და ცივს, სწრაფ მოქმედებებსა და ფრთხილ განსჯას შორის. ერთი მხარე სამხედრო და სტრატეგიული ქმედებების მომხრეა, მეორე - დიპლომატიური სვლების. ამერიკის მგზნებარე სურვილი, ოკეანის გადაღმა გაიღოს ნებისმიერი საზღაური, ზიდოს ნებისმიერი ტვირთი, რეალურად შემცირებულია. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რასაც წამოვიწყებთ, რეალისტური და მდგრადია და თუ დაპირებებს გავცემთ, მათი შესრულებაც უნდა შეგვეძლოს”, - აღნიშნავს ჟურნალისტი და აშშ-ს დანაპირების შესრულების ვალებულებას ახსენებს.
|