შაბათი, 20.04.2024, 17:26
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » ცოტნე გამსახურდია: "კარგად ვხვდები, რაც შეიძლება, მელოდებოდეს თბილისში, მაგრამ ვთვლი, რომ ამ სიტუაციაში საქართველოში უნდა ვიყო"
ცოტნე გამსახურდია: "კარგად ვხვდები, რაც შეიძლება, მელოდებოდეს თბილისში, მაგრამ ვთვლი, რომ ამ სიტუაციაში საქართველოში უნდა ვიყო"
16:15

"პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვხატო ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით და სამძიმარი ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც უშუალოდ შეეხო საქართველოში დატრიალებული ტრაგედია. ომისა და გაპარტახების შედეგები საკუთარ თავზე არაერთხელ მაქვს გამოცდილი და კარგად ვხვდები, რა ჯოჯოხეთი გამოიარა სამაჩაბლოს და საერთოდ, საქართველოს მოსახლეობამ.

დღეს პოლიტიკური ევფემიზმების და შელამაზების დრო არ არის. რეალობა უნდა შეფასდეს მაქსიმალურად ობიექტურად, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი უბედურების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. მითუმეტეს რომ ხშირად, შენიღბული მტერი თუ უბრალოდ, უვიცი - გარეშე მომხდურზე უფრო საშიშია.

ბოლო ხანებში ქართულ საინფორმაციო საშუალებებში და საერთოდ, საზოგადოებაში, ხშირი იყო დისკუსია: ნატო თუ ტერიტორიული მთლიანობა? შესაძლებელია თუ არა ნატოში შესვლა და ამავე დროს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება? უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევანი ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ გააკეთა. ცხინვალის მისადგომებთან შეხლა-შემოხლას და გათავხედებული კოკოითის პროვოკაციულ განცხადებებს მოჰყვა თავგანწირული, მეტწილად სპონტანური ქართული შეტევა. ცხინვალი უკვე ფაქტობირად დაცლილი იყო მშვიდობიანი მოსახლეობისგან. ყველას კარგად გვახსოვს ქალების და ბავშვების ჩრდილოეთ ოსეთში დემონსტრაციული ევაკუაცია და მოხალისეების მოწვევა კონფლიქტის ზონაში. შემდეგ კი, რუსეთი ღიად ჩაერთო ომში და განახორციელა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური დაკვეთის და დიდი "გულმოდგინების" მიუხედავად, რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა სამაჩაბლოში ვერ აღმოაჩინეს ერთი მეათედიც კი იმისა, რაშიც ქართველებს ადანაშაულებდნენ. ღმერთმა გაანათლოს ყველა უდანაშაულოდ დაღუპულის სული, უფლის წინაშე თანასწორია ქართველიც და ოსიც, მაგრამ დახოცილი და აწიოკებული ქართველობა არავის გახსენებია. თითქოს არც ყოფილან.…რუსეთის ხელმძღვანელობამ სრულად გაიმეორა ადრინდელი დასავლური რიტორიკა სერბეთის წინააღმდეგ, ოღონდ საქართველოსთან მიმართებაში. არც ახლადშეძენილი მოქალაქეებისთვის ზრუნვის მოტივი დავიწყებია. საინტერესოა, რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა რომ რომელიმე რეგიონის დასაკუთრება მოისურვონ, ნეტავ ასეთივე გაგებით თუ მოეკიდებიან მათ მოთხოვნებს? ესეც არ იყოს, სასაცილოა როდესაც ქართველებს გენოციდში ბრალს სდებენ ადამიანები, რომელთაც ასეულობით ათასი საკუთარი მოქალაქე გაჟლიტეს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. საინფორმაციო ომში შეთითხნილი ზღაპრების და სტერეოტიპების გარდა, არსებობს მომხდარის რეალური, რაციონალური მიზეზებიც. რუსეთი აცნობიერებს აშშ-ის გეგმას, რომელიც ფინეთიდან ჩინეთამდე მის ალყაში მოქცევას ითვალისწინებს. საქართველო კი ამ რკალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენს ტერიტორიაზე გადის ტრანსკონტინენტალური სატრანსპორტო დერეფანი, ანუ ალტერნატიული მარშრუტი ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდებისა. მაგრამ მთავარი, რაც აშინებს რუსეთს, არის ნატოს უშუალო სიახლოვე ფეთქებადსაშიშ ჩრდილოეთ კავკასიასთან და დასავლური სპეცსამსახურების მიერ იქ სეპარატიზმის გაღვივება მომავალში. ამიტომაც ებრძვის რუსეთი ასე გააფრებით ნატოს გზაზე შემდგარ საქართველოს. ჩვენმა უხეირო დიპლომატიამ იგი ფაქტიურად ყოფნა-არყოფნის საკითხის წინაშე დააყენა. ბედის ირონიაა, რომ საკუთარი უგუნური ქმედებებით რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოს სვლა ნატოსკენ უფრო დააჩქარა. მაგრამ რა პერსპექტივა გვაქვს ჩვენ ალიანსში გაწევრიანების შემდეგ?  რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება, სამხედრო კონფრონტაციის შემდგომი ესკალაცია და ფაქტიურად ფრონტისპირა ტერიტორიად გადაქცევა. ბუნებრივია, ყველაფერი ეს შესაბამისად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზეც. დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადამრჩენელი და გარანტორი ობიექტურად არის დასავლეთი. მას, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესები აქვს რეგიონში - ეკონომიკური, სამხედრო თუ პოლიტიკური. ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრეზიდენტი სარკოზი "სარკო, სარკო"-ს მოსასმენად ჩამოვიდა თბილისში. ჩვენ, ფაქტობრივად, სტატისტების როლს ვასრულებთ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების თამაშებში და ვერავინ იტყვის, როდის გავხდებით სხვისი ინტერესების მძევალი თუ სავაჭრო ობიექტი.Gგავიხსენოთ, მაგალითად, როგორ არ შემოუშვა შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდები ნატოს წევრმა, მოკავშირე თურქეთმა, თანაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ბუჩქებში დამალვით შეიძლება თავი კი გადაირჩინო, მაგრამ დარჩენილ ცხოვრებას ტანჯვა-წამებაში გაატარებ. ერთი შეგნებული თუ შეუგნებელი, სწორი თუ მცდარი გადაწყვეტილება, წლების მანძილზე განსაზღვრავს ერის არსებობას. ცოტა თამაშებსა თუ გეგმებში მონაწილეობამ არ მგონია რაიმე კარგი მოგვიტანოს. საზოგადოებაც და ხელისუფლებაც, მომხდარისა და რეალობის გათვალისწინებით, კარგად უნდა დაფიქრდეს მომავალი კურსის არჩევისას. გარდა ამისა, როგორც არასდროს გვჭირდება გამაერთიანებელი ძალა იდეა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ღირსეული ფუნქცია შევასრულოთ კაცობრიობის ცხოვრებაში. ჩვენი იდეა კი რა არის დღესდღეობით? მომსახურება? უკაცრავად, სერვისი…სამარცხვინო, გულისამრევი იყო ზოგიერთი პოლიტიკოსის ქმედება. მავანმა ერის უბედურების პოლიტიკურ ტრამპლინად გამოყენება გადაწყვიტა. ზოგმა კი დასავლურ საელჩოებში მოუხშირა სირბილს - აქაოდა, თუ ხელისუფლების შეცვლა გადაწყვიტეთ, მეც არ დაგავიწყდეთო.…

უახლოეს დღეებში ვაპირებ თბილისში დაბრუნებას. კარგად ვხვდები, რაც შეიძლება მელოდებოდეს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ სიტუაციაში საქართველოში უნდა ვიყო. მშობლიურ ქალაქში, გალეშილი სალდაფონების მიერ გადამწვარ და დარბეულ ქვეყანაში. ყოველგვარი გულზე ხელების ბაგუნისა და მაგალფარდოვანი ფრაზების გარეშე მსურს მეგობრების, ნათესავების, გამწარებული და აწიოკებული ადამიანების გვერდით ყოფნა, რომელთათვისაც ბედის უკუღმართობით თუ შექმნილი პრობლემების გამო, დღემდე დახმარება ვერ შევძელი.

და ბოლოს, მიუხედავად დატრიალებული ტრაგედიისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების გარკვეულ ნაწილს ჭირივით ეზიზღება საქართველო და ყოველივე ქართული, არ შეიძლება ქართველებმა მათ ანტირუსული ისტერიით ვუპასუხოთ. ნუ დავემსგავსებით სულმდაბალ კაცუნებს. ჩვენ და რუსებს ერთმანეთისთვის გაცილებით მეტი სიკეთე გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ბოროტება. რუსეთში უამრავი წესიერი, ღირსეული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც გულწრფელად აღაშფოთა საქართველოში მომხდარმა. სამწუხაროდ, დღესდღეობით მათ წართმეული აქვთ საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვის საშუალება.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

ცოტნე გამსახურდია.

Просмотров: 783 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz