Главная » 2008»სექტემბერი»4 » რუსული ატომური წყალქვეშა ნავი "იური დოლგორუკი" ზღვაში პირველი გასვლისთვის ემზადება
რუსული ატომური წყალქვეშა ნავი "იური დოლგორუკი" ზღვაში პირველი გასვლისთვის ემზადება
13:28
რუსული ატომური წყალქვეშა ნავი "იური დოლგორუკი" ზღვაში პირველი გასვლისთვის ემზადება. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი პირველი რანგის კაპიტნის კონსტანტინ მიტკინის ხელმძღვენლობით კრეისერს ზღვაში პირველი გასვლისთვის ამზადებს. "კრეისერის გასვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა გემი უკვე დიდი ხანია, საწარმოდან წყალშია გაყვანილი და შემოდგომაზე თეთრი ზღვის პოლიგონზე მისი პირველი გამოცდა დაიწყება", - წერს "ინტერფაქსი". ადმირალ ვლადიმერ ვისოცკის განცხადებით, გამოცდის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხმაურის დონეს, მანევრირებას და ნავის ახალი სისტემების მუშაობას.