Главная » 2008»სექტემბერი»4 » ჟოზი დიუბე: "სააკაშვილი არის სამხედრო დამნაშავე და ამასთან ერთად სრულიად შეშლილი"
ჟოზი დიუბე: "სააკაშვილი არის სამხედრო დამნაშავე და ამასთან ერთად სრულიად შეშლილი"
17:11
ბელგიის სენატის თავმჯდომარის მოადგილემ საერთაშორისო საკითხებში ჟოზი დიუბემ მიხეილ სააკაშვილს "სამხედრო დამნაშავე" უწოდა. "სააკაშვილი, რომელიც პასუხისმგებელია არსებულ სიტუაციაზე, სამხედრო დამნაშავე და ამასთან ერთად სრულიად შეშლილია. სწორედ ასეთი უნდა მიიღოს იგი ყველამ" – აცხადებს სენატორი ბელგიურ გაზეთ "სუარისათვის" მიცემულ ინტერვიუში. მისი აზრით, "რუსეთის რეაქცია მოსალოდნელი იყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა პრინციპი "ძალადობა წარმოშობს ძალადობას", მთელი პასუხისმგებლობა კი მომხდარზე მიხეილ სააკაშვილს ეკისრება". სენატორის მტკიცებით, "მიხეილ სააკაშვილის ეს აგრესია წინასწარ იყო დაგეგმილი". "ამას მოწმობს ისრაელიდან და ევროკავშირიდან მოწოდებული დიდი რაოდენობით იარაღი, ასევე ამერიკისა და ისრაელის მრავალრიცხოვანი სამხედრო მრჩევლების საქართველოში ყოფნა. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები შეაფასებენ იმ უბედურების ხარისხს, რომელშიც ისინი მიხეილ სააკაშვილის სისხლიანმა ავანტიურიზმმა ჩაითრია და დემოკრატიული გზით შცვლიან ხელისუფლებას" – აცხადებს დიუბე.