შაბათი, 21.12.2024, 15:12
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » ნატო-მ საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლება დაიწყო
ნატო-მ საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლება დაიწყო
11:13
საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის სისტემა ნატო-ს ანალოგიურ სისტემას შეუერთდა, რაც ალიანსს საშუალებას მისცემს ქართული რადარებიდან ინფორმაცია მიიღოს, _ იუწყება “იტარ-ტასი” ბრიუსელიდან. 
ნატო-ს პრესმდივანმა, ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ საჰაერო კონტროლის ქართული სისტემა “მნიშვნელოვანწილად განადგურებულია” და საჭირო იქნება დრო, რათა დაკმაყოფილდეს თბილისის თხოვნა, რადარების აღდგენაში დახმარების თაობაზე. 
ნატო-ს საჰაერო მიმოსვლის მონაცემების გაცვლის პროგრამასთან საქართველოს მიერთების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2008 წლის მარტში მიიღეს. თბილისი აცხადებს, რომ კონტროლის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შესაძლებელი გახდება საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტების ზუსტი დადგენა. ადრე ქართული მხარე არაერთხელ ადანაშაულებდა რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალებს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაში, თუმცა ამას ვერ ამტკიცებდა. 
ამჟამად, საჰაერო სივრცის კონტროლის სისტემას ნატო-ს ქვეყნები და ავსტრია იყენებს. გარდა ამისა, შეთანხმებას სისტემაში მონაწილეობის შესახებ ხელი მოაწერეს ფინეთმა, უკრაინამ და ალბანეთმა.
Просмотров: 776 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz