Главная » 2008»სექტემბერი»4 » აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევას დღეს დაასრულებს
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევას დღეს დაასრულებს
16:18
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევას დღეს დაასრულებს. როგორც "პირველს" აფხაზეთის "მედია-ცენტრიდან" აცნობეს, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმები ამ წუთებში კომპაქტურად ჩასახლებულ ორ ობიექტზე მუშაობენ და 50-მდე ოჯახს სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ. დღის ბოლოსთვის გამოკვლევა დასრულდება. როგორც ცნობილია, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული აგრესიის შედეგად ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ექიმებმა სულ 1150 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. მათ საჭირო მედიკამენტებიც დაურიგდათ.