დღეს გორის რაიონის წყალმომარაგების სისტემას შეამოწმებენ
16:17
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური დღეს ეპიდსაშიში სიტუაციის პრევენციის მიზნით გორის რაიონის წყალმომარაგების სისტემას შეამოწმებს.
გორის წყალმომარაგების სისტემის შემოწმებასთან ერთად, სურსათის უვნებლობის სამმართველოს სპეციალისტები წყალშემკრებ ჭებსა და სათავე ნაგებობებსაც შეამოწმებენ.