Главная » 2008»სექტემბერი»4 » მანანა არჩვაძე-გამსახურდია: "ცოტნე გამსახურდია სამშობლოს სიყვარულისთვის დააპატიმრეს"
მანანა არჩვაძე-გამსახურდია: "ცოტნე გამსახურდია სამშობლოს სიყვარულისთვის დააპატიმრეს"
16:14
საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ქვრივის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას თქმით, ცოტნე გამსახურდია სამშობლოს სიყვარულისთვის დააპატიმრეს. "ჩემი შვილი სამშობლოს სიყვარულისთვის დააპატიმრეს, ისევე, როგორც ზვიადს აპატიმრებდნენ ხოლმე. როგორც ეტყობა, ეს ჩვენი ოჯახის ბედისწერაა, რადგან ცოტნეს მთავარი ბრალდებაც ის არის, რასაც წლების განმავლობაში ზვიად გამსახურდიას უყენებდნენ. შესაბამისად, ცოტნეც სამშობლოს ისეთი მოღალატეა, როგორიც ზვიად გამსახურდია იყო", - განუცხადა "პირველს" მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და დასძინა, რომ პირველი პრეზიდენტის ვაჟს, რომელიც ამჟამად "მოდულის" შენობაში იმყოფება, ბრალს დღის ბოლოს წაუყენებენ. წინასწარი ინფორმაციით, მას სამშობლოს ღალატში, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობასა და ჯაშუშობაში ედება ბრალი. ცოტნე გამსახურდია კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.