Главная » 2008»სექტემბერი»4 » რუსეთის ფედერაციის საბჭომ აფხაზურ ე.წ. პარლამენტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ აფხაზურ ე.წ. პარლამენტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა
18:37
რუსეთის ფედერაციის საბჭომ და აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო კრებამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. "იტარ-ტასის" ცნობით, შეთანხმებას, რომლის თანახმად, მხარეები განახორციელებენ საპარლამენტო თანამშრომლობის ყველა ფორმას, კერძოდ, ითანამშრომლებენ ეკონომიკური კავშირების განვითარების, ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის, კულტურის სფეროში კონტაქტების გაძლიერების, ჰუმანიტარული და სხვა სფეროების განვითარების მიზნით, ხელი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა სერგეი მირონოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ მოაწერეს.