Главная » 2008»სექტემბერი»4 » ჯორჯ ბუში – აშშ ხელს შეუწყობს კომპანიებს რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ
ჯორჯ ბუში – აშშ ხელს შეუწყობს კომპანიებს რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ
02:23
აშშ-ს მთავრობა, კერძოდ, ვაჭრობის მინისტრი გუტიერესი ხელს შეუწყობს ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა. მის განცხადებას, თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით, "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. "დღეს მე ვაცხადებ დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ საქართველოსთვის, რათა დავაკმაყოფილოთ ამ ქვეყნის ჰუმანიტარული საჭიროებები და მის ეკონომიკურ აღორძინებას ხელი შევუწყოთ", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. ბუშის თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ ერთი აშშ-ს დელეგაცია ჩამოვა ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით.