აშშ მზად არის, საქართველოში დიდი ოდენობით ინვესტიციები განახორციელოს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების სახით 1 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფა საქართველოში დაწყებული რეფორმების წარმატებით გაგრძელების გარანტი იქნება. "ჩვენ მზად ვართ, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხარდასაჭერად სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში დამატებითი თანხების მოძიება დაიწყება. გარდა ამისა, ევროკავშირის საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე აშშ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 4 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ეკონომიკურ პაკეტს წარადგენს", - განაცხადა რაისმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ აშშ-ისა და თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერით დემოკრატიული საქართველო გადარჩება და აღორძინდება.
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური თვალსაზრისით; მგონია რომ ევროპის ერთსულოვნება და ერთგვარი აქტიურობა სწორედ შეერთებული შტატების პოზიციითაა განპიროვნებული.