Главная » 2008»სექტემბერი»4 » იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან 269 987 205 ლარია მობილიზებული
იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან 269 987 205 ლარია მობილიზებული
17:10
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან 269 987 205 ლარია მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 50 794 834 ლარით, ანუ 23%-ით მეტია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტში ბენზინის იმპორტიდან 137 430 665 ლარია მობილიზებული, ნავთის იმპორტიდან - 23 335 911, დიზელის იმპორტიდან - 97 290 175, საპოხი ზეთის იმპორტიდან – 9 511 756, თხევადი გაზის იმპორტიდან - 2 009 433, ხოლო მაზუთის იმპორტიდან - 409 265 ლარი. ამასთან, მონაცემებში არაა შესული რეექსპორტისათვის გაცხადებული საქონელი.