ორშაბათი, 24.02.2020, 07:45
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 345
Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » როგოზინი საქართველოში ნატოს დელეგაციის სტუმრობას "გამომწვევად" აფასებს
როგოზინი საქართველოში ნატოს დელეგაციის სტუმრობას "გამომწვევად" აფასებს
11:09
ნატო-ში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოში ნატოს დელეგაციის სტუმრობას "გამომწვევად" აფასებს. "ეს ვიზიტი, რომელიც 15-16 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, მიხეილ სააკაშვილის მორიგი მორალური მხარდაჭერის დემონსტრირებად აღიქმება, მისი ქმედებების მხარდაჭერა კი,  ჩემი აზრით, გამომწვევია  იმ მშვიდობიან მოსახლეობასთან მიმართებაში, რომელიც თბილისის მხრიდან  სამხრეთ ოსეთის მიმართ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაზარალდა," - განაცხადა როგოზინმა "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, "რუსული მხარე ყურადღებით მიადევნებს თვალს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ნატოს ხელმძღვანელობა, მათ შორის - საქართველოსთან მიმართებაშიც". როგოზინი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი ნატოსთან თანამშრომლობის შეკვეცაზე წავიდეს. "საუბარია ნატო-სთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიცაა "ავღანეთის ტრანზიტი" – განმარტა მან.
Просмотров: 550 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2020
Website builder - uCoz