Главная » 2008»სექტემბერი»4 » კონდოლიზა რაისი: "აშშ და საქართველო მიზნებს აღწევენ: საქართველოს დამოუკიდებლობა ძალაშია"
კონდოლიზა რაისი: "აშშ და საქართველო მიზნებს აღწევენ: საქართველოს დამოუკიდებლობა ძალაშია"
11:07
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით, "რუსეთმა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა და დაანახა მსოფლიოს, რომ მას შეუძლია, ეს ძალა მეზობელი პატარა ქვეყნის მიმართ გამოიყენოს". "რუსეთმა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა და ეს შესაძლებლობები პატარა მეზობელი ქვეყნის მიმართ გამოიყენა. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე, რადგან სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი იმაზე, როგორც ის მოიქცა და იქცევა" – განაცახადა კონდოლიზა რაისმა გუშინ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, "აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ამ რთულ დროს". "ამ პროცესში დავიხმარეთ ჩვენი მეგობრებიც, რათა ეუთომ გააგზავნოს დამკვირვებლების მისია საქართველოში, ნატომ დააჩქაროს ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა. შეერთებული შტატები და ქართველები აღწევენ თავის მიზნებს. საქართველოს დამოუკიდებლობა ძალაშია", - დასძინა რაისმა.