ორშაბათი, 30.12.2024, 17:40
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » რუსმა ოკუპანტებმა ეუთოს დელეგაცია ცხინვალის სოფლებში არ შეუშვა
რუსმა ოკუპანტებმა ეუთოს დელეგაცია ცხინვალის სოფლებში არ შეუშვა
18:30

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს საკითხებში, გორან ლენმარკერი დელეგაციის წევრებთან ერთად კარალეთთან რუსულ საგუშაგოზე მდგარმა  რუსმა ჯარისკაცებმა ცხინვალთან ახლოს მდებარე დარბეული სოფლების დასათვალიერებლად არ შეუშვეს.


გორან ლენმარკერი გორში დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად რაიონში არსებული სიტუაციის შესასწავლად და კარვების ქალაქში მყოფი დევნილების მოსანახულებლად ჩავიდა. უცხოელმა დიპლომატებმა  რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული ადგილების მონახულების შემდეგ, რუსეთის მოქმედებები გორის რაიონში ეთნიკურ წმენდად შეაფასეს. 


როგორც „მედიანიუსს“ შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა განუცხადა, უცხოელ დიპლომატებს თვითონაც თან ახლდა. მისი განცხადებით, ეუთოს დელეგაციის წევრებს ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფლების მონახულება სურდათ, მაგრამ კარალეთის საგუშაგოზე მდგარმა რუსმა ჯარისკაცებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წარმომადგენელი სხვა უცხოელ დიპლომატებთან ერთად საგუშაგოზე არ გაატარეს. 


დიპლომატების ვიზიტთან დაკავშირებით, რუსული მხარის ხელმძღვანელობა საქმის კურსში იმყოფებოდა, თუმცა შეგნებულად გასცეს ბრძანება ლენმარკერი ერგნეთის და ნიქოზის მიმართულებით არ გაეშვათ.

ვარძელაშვილის თქმით, ამან რუსული მხარის მიმართ უცხოელი დიპლომატების აღშფოთება კიდევ ერთხელ გამოიწვია და ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვიზიტის ბოლოს სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

Просмотров: 815 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz