Главная » 2008»სექტემბერი»4 » ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სრული მხარდაჭერა სატელეფონო საუბრისას აღუთქვა
ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სრული მხარდაჭერა სატელეფონო საუბრისას აღუთქვა
11:08
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "დემოკრატმა" კანდიდატმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. "დემოკრატმა" კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს.