“სვანი” სტრასბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე დღეს იქნება წარმოდგენილი
კინორეჟისორისა და მსახიობის სოსო ჯაჭვლიანის კინოსურათი “სვანი”სტრასბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე დღეს იქნება წარმოდგენილი.
როგორც ჯაჭვლიანმა განუცხადა, სურათის ჩვენების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
“ჩემი სურვილი იყო, ფესტივალზე ქართული დელეგაცია გამგზავრებულიყო, რომელიც რუსულ-ქართული დაპირისპირების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლეს კიდევ ერთხელ ეტყოდა და სამხედრო დაპირისპირების ამსახველ კადრებსაც აჩვენებდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა - განაცხადა ფილმის რეჟისორმა და განმარტა, რომ “სვანმა” საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების დაწყების დროისთვის “სვანი” საერთაშორისო კინოფესტივალიდან მოხსნილი იყო, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა საროზის საქართველოში სტუმრობის შემდეგ კი ფილმი კვლავ საკონკურსო პროგრამაში დააბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ “სვანი” სტრასბურგის კინოფესტივალის ჟიურიმ რამდენიმე თვით ადრე მსოფლიოს 800 საუკეთესო ფილმიდან აარჩია.
|