3 ნოემბრისთვის დანიშნულ არჩევნებში მონაწილე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ.
როგორც პარტიების ”ქრისტიან-დემოკრატები”, ”ჩვენ თვითონ” და ”ქართული დასი” ლიდერები გიორგი თარგამაძე, პაატა დავითაია და ჯონდი ბაღათურია აცხადებენ, ისინი კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულან.
ამ საკითხზე შიდა პარტიული კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებები სავარაუდოდ, ერთ კვირაში იქნება მიღებული აცხადებს გიორგი თარგამაძე.
კულუარულად ”ქრისტიან-დემოკრატების” საარჩევნო კანდიდატებად უკვე დასახელდნენ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ასევე თამარ კვაჭანტირაძე.
|