ორშაბათი, 30.12.2024, 17:46
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 12 » გადანახული კოზირები
გადანახული კოზირები
14:24
რუსეთთან დამარცხებული საქართველოს ხელისუფლების შეცდომების გამოსწორება დასავლეთმა ითავა. ოფიციალურ თბილისს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მაგრამ ვის და უმადლოდეს უნდა თუ არა ვინმეს რამეს ქართველი ხალხი, ეს ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.

საერთოდ კი, ქვეყანაში დასავლეთისგან იმაზე მეტი მოლოდინები არსებობდა, ვიდრე შედეგები დადგა. მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან ”შერკინება” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი და რატომღაც თვლიდა, რომ საქართველოს გამო, მსოფლიო იზოლაციაში მოაქცევდა ამ უზარმაზარ მონსტრს.

ერთი რამ ცხადია, გამარჯვებული ამ ომიდან ვერც საქართველო გამოვიდა და ვერც რუსეთმა იხეირა. არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ქვეყანა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს კარგავს. ამასთან, არსებობს საფრთხეც, რომ საქართველომ ტრანკავკასიური მაგისტრალის ფუნქციაც დაკარგოს.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, გამოუვა თუ არა საქართველოს მისგან შორს დაიჭიროს თავი, ესეც ძნელი სათქმელია. ხელისუფლების წყალობით, საქართველოში რუსული კაპიტალი საკმაოდ მძლავრობს, რომელიც მთლიანად კრემლის გავლენის ქვეშაა მოქცეული და როდის აამოქმედებს მას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი უცნობია.

დასავლეთი და ჩრდილოეთი
საქართველოს ხელისუფლების სურვილების მიუხედავად მსოფლიო რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას, ჯერჯერობით, არ აპირებს და ამის სერიოზული მიზეზებიც აქვს. თუ რუსეთი არ შეჩერდა ალბათ, დასავლეთი მის ზღვარგადასულ მოქმედებებს წერტილს დაუსვამს, მაგრამ ამ ეტაპზე, ცეცხლი შეწყვეტილია და ევროპაც, მეტნაკლებად, კმაყოფილია.

ექსპერტი შალვა ფიჩხაძე ამბობს, რომ ევროპას ჩვენი ვალი არ ჰქონია და ამიტომ, ნურავის დავავალდებულებთ, რომ ჩვენთვის რამე უნდა გაეკეთებინა. რაც გააკეთეს, ამაზეც მადლობა უნდა ვთქვათ, რადგან ამ შემთხვევაში, მეტის გაკეთება არც შეიძლებოდა.

- ”ჩვენ მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ საქართველო არ არის დასავლეთისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ამიტომ, ვითარება არ უნდა გაგვემწვავებინა. ანუ, ხელისუფლებამ და ყველამ კარგად ვიცოდით, რომ დასავლეთი ისეთ ყურადღებას ვერ მოგვაქცევდა, როგორც ავღანეთს, ლიბანს და ერაყს. ამიტომ, რაც ევროპამ ჩვენთვის გააკეთა, მე ამასაც არ მოველოდი”, - ამბობს ფიჩხაძე.

მოლოდინები მართლაც სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ დასავლეთის აქტიურობა კიდევ ერთხელ მოასწავეს, რომ საქართველო მართლაც ღირებული იყო მისთვის. აქედან გამომდინარე, საქართველოში მომხდარი ტრაგედია ერთგვარად საფრთხეების შემცველი იყო დასავლეთისთვის. ოღონდ, ეს საფრთხეებიც იმისდა მიხედვით იზომება, ვისთვის რამდენად ღირებული იყო ეს პატარა ქვეყანა.

ამერიკის ტონით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო მისთვის უფრო ღირებული იყო, ვიდრე ევროპისთვის. შესაბამისად, რუსულ საფრთხეზე ამერიკა უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდა, ვიდრე ევროპა.

ამერიკა ხშირად ევროპასაც მიანიშნებდა, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლებოდა და ევროპოს ბაზარზე გასასვლელად იგი ალტერნატიულ გზებს აზიის ბაზრებზე ეძებდა. თუმცა, შალვა ფიჩხაძე ამბობს, რომ ევროპას რუსეთისთვის სხვა საზომი ჰქონდა.

- ”ევროპამ თეზად მიიღო, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირი არაა, იგი უკვე სხვა სახელმწიფოა და გავლენის სფეროებზე არ დაიწყებდა ბრძოლას. ამიტომ, ევროპა ფიქრობდა: რატომ უნდა ვეძებო ალტერნატივა, როცა თავს ვგრძნობ კომფორტულად. ევროპელებს ადრევე რომ მიექციათ ყურადღება, როგორ იყენებს რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად, მაშინ, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა”, - ამბობს ექსპერტი.

ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, ევროპელებიც მიხვდნენ, რომ მათთვისაც აუცილებელია ალტერნატიული გზების ძიება, მაგრამ უკვე, შესაძლოა, საქართველოსთვისაც გვიანი აღმოჩნდეს იმაზე ფიქრი, სწორად მოიქცა თუ არა, როცა რუსეთის პროვოკაციაზე, დასავლეთის იმედით წამოეგო.

საქართველოს, როგორც ალტერნატიული გზის უსაფრთხო იმიჯი ერთ დღეში დაიმსხვრა და მის აღდგენას ალბათ, საკმაო დრო დასჭირდება. ბოლო დროს, თურქეთი საკმაოდ გააქტიურდა და სომხებთან ათწლეულობით გაყინული ურთიერთობების აღდგენას ცდილობს. როგორც ბევრი ფიქრობს, გამორიცხული არაა, რომ საქართველომ მრავალი წლით დაკარგოს ტრანსმაგისტრალური ქვეყნის იმიჯი და მას სომხეთი ჩაენაცვლოს.

რუსული მითები და თადარიგიანი ევროპა
რუსეთმა თავისი ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ რაც უფრო ძლიერია, მეტ აგრესიას ავლენს. რუსული იმპერიის ზღვარგადასული ამბიციები ხშირად, გამანადგურებელ ზიანს თავად მას აყენებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსეთი არ იცვლება.

ახლაც, საქართველოსთან ომის შემდეგ, რუსეთი ცდილობს გამარჯვებულის ნიღაბი მოირგოს. პუტინმა მთავრობა კიდევ ერთხელ შეაგულიანა, რომ დასავლეთი მათზე ისე ძლიერადაა მიჯაჭვული, რომ რუსეთთან დაპირისპირებას ვერ გაბედავდა.

თუმცა, ამ მცირემასშტაბიანმა ომმა რუსეთის ეკონომიკას, გამანადგურებელი არა, მაგრამ ზარალი მაინც მიაყენა. ბოლო პერიოდებში რუსეთის ეკონომიკამ რამდენიმე მლრდ-ანი ზარალი განიცადა. დასავლურმა ინვესტიციებმა ქვეყნიდან გადინება დაიწყო, რუბლი თანდათან უფასურდება და ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ფასი ეცემა.

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს პროცესი თავად რუსეთს აძლევს ხელს, რადგან თავადვე დაიწყებენ საკუთარი აქციების იაფად შესყიდვას. თუმცა, მეორე ნაწილი ირწმუნება, რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

პროპფესორი, ნოდარ ხადური ამბობს, რომ თუ რუსულ ნავთობსა და გაზს მყიდველი არ ეყოლება და აქციები გაუფასურდება, რუსეთს მართლაც შეუძლია საკუთარი ნავთობისა და გაზის იაფად ყიდვა, მაგრამ მერე რა?

- ”ინვესტირებისათვის თავისუფალი რესურსები რუსეთს არ გააჩნია. იმის მიუხედავად, რომ რუსეთი დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე 10-12 წლის წინათ იყო, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვიტოს ეკონომიკური პრობლემები, რომელიც მერწმუნეთ მას უხვად აქვს”.

ექსპერტის განმარტებით, ეკონომიკა, რომელიც ცდილობს პროგრესს მიაღწიოს, ძალიან არის დამოკიდებული გარე ბაზრებზე. თავისუფალ ბაზარზე მყიდველი და გამყიდველი თანაბარუფლებიანები არიან. ანუ, თუ რუსეთს არ ეყოლება მყიდველი, მაშინ მის მიერ წარმოებული პროდუქცია და მათ შორის ენერგომატარებლები, რომელსაც იგი პოლიტიკურ იარაღად იყენებს, აბსულუტურად გამოუსადეგარი ხდება.

ჯერჯერობით, ევროპა არ აპირებს უარი თქვას რუსეთთან თანამშრომლობაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ საქმე აქამდეც მივა, ყველაფერი პუტინ-მედვედევის სურვილისამებრ არ უნდა მოხდეს.

მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა, თითქმის 100 დოლარამდე ჩამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს გაცილებით მეტია ნავთობის მოპოვება, ვიდრე 2-3 თვის წინათ. ასე რომ, შესაძლოა, ევროპამ რუსეთის ნავთობის გარეშეც გაძლოს.

- ”რაც შეეხება გაზს, აქ შედარებით რთული ვითარებაა, მაგრამ არც თუ კატასტროფული. ბოლოს და ბოლოს, სკანდინავიის ქვეყნებს, იგივე ნორვეგიას აქვს გაზის მარაგები. რა თქმა უნდა, ჩვენს გამო, არავინ გადაუკეტავს რუსეთს გაზის ონკანს, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ მსოფლიოში მხოლოდ რუსეთია ყველაფრის განმკარგავი და მის ნება-სურვილზე ივლის მთელი მსოფლიო”, - ამბობს ნოდარ ხადური.

კეთდება მინიშნებები იმაზეც, რომ ევროპამ სწორედ იმ დროისთვის, როცა რუსეთს მორიგი პარანოია დაეწყებოდა და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ გამოავლენდა, სტრატეგიული მარაგები შემოინახა.

შესაძლოა, გადაჭარბებულია იმის მტკიცებაც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევროპა რუსეთს ფრთიან ანგელოზად მოიაზრებდა, რადგან შეუძლებელია ევროპისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო როგორ იყენებდა რუსეთი ენერგომატარებლებს უკრაინის და იგივე საქართველოსთან მიმართებაში.

- ”როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ევროპის რიგ ქვეყნებს გაზის სამი თვის მარაგი აქვთ შენახული. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მძიმე პირიოდში, ზამთარში ევროპა გაზის გარეშე არ დარჩება. მაგრამ, სამი თვე რუსეთმა გაზი რომ არ გაყიდოს, ეს საკმაოდ რთულად აისახება მის ეკონომიკაზე”, - ამბობს ნოდარ ხადური.

რუსეთის მაქსიმუმი და ახალი საფრთხეები
სადამდე მივა რუსეთის უკვე ზღვრგადასული ამბიციები და რა იქნება ის მაქსიმუმი, რომლის იქით დასავლეთი რუსეთზე ზემოქმედებას გააძლიერებს, ძნელი სათქმელია. ერთი რამ ცხადია, რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთი ცივილურად იქცევა და ამიტომ, ძნელია მისგან რაიმე დრაკონულ ქმედებებზე საუბარი.

მაგრამ, თუნდაც ის, რომ რუსეთის იმიჯი საკმაოდ შეიბღალა და დასავლელი ინვესტორები უკვე განსაკუთრებით ფრთხილობენ რუსეთთან ურთიერთობაში, ეს უკვე ბევრ რამეზე მიუთითებს და ალბათ, რუსეთის შემდგომ ქმედებებსაც განსაზღვრავს.

- ”უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის პოლიტიკა მუდმივად ხისტი ვერ იქნება. ის ახლა ასეთ ტალღაზეა, მაგრამ როცა იგი გაანალიზებს რატომ ვარდება რუბლის კურსი, რომელიც აქამდე სწრაფად იზრდებოდა, რატომ მცირდება გაზპრომის აქციებზე მოთხოვნა მსოფლიოში, რომელზეც პირიქით - უნდა იზრდებოდეს, რუსეთი თავის ორიენტირებს შეცვლის”, - დარწმუნებულია ნოდარ ხადური.

და მაინც, ამის მიუხედავად, როგორი იქნება რუსეთის ორიენტირები საქართველოსთან მიმართებაში, ეს საკითხი პროგნოზირებას არ ექვემდებარება. ბოლო წლებში, საქართველოში საგრძნობლად მომძლავრდა რუსული კაპიტალი. რომ არა ამერიკის ჩარევა, დღეს, შესაძლოა გაზსადენიც რუსეთის ხელში ყოფილიყო.

ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების გამო გადაიდო რკინიგზის გასხვისების მცდელობაც, მაგრამ რუსებს საწუწუნო არაფერი აქვთ - თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია კრემლის ხელშია, თბილწყალკანალი რუსეთს გადავეცით, ოქროს საბადოებსაც ისინი განკარგავენ, ქვეყანაში უკვე შემოვიდა რუსული მსხვილი ბანკი და ყველა იმ მსხვილი ობიექტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რომელიც დღეს რუსეთს გადავეცით.

როგორც ამბობენ ფულს წარმომავლობა არ გააჩნია და დიდად არაფერი დაშავდებოდა თუ გაზსადენს რუსეთი იყიდიდა, რადგან მისი დიდი ნაწილი ისედაც რუსეთის ტერიტორიაზე. როცა მოისურვებს, რუსეთს მაშინ შეუძლია ონკანის გადაკეტვა, მაგრამ სხვა არგუმენტები აქვს ნოდარ ხადურს.

ექსპერტის განმარტებით, რუსეთს გაზის გადაკეტვა არაფერში სჭირდება: ”როცა მილსადენი მისი იქნება ონკანს არ გადაკეტავს, თავის სტრატეგიულ მოკავშირეს სომხეთს მიაწვდის გაზს, მაგრამ ჩვენ არ მოგვცემს”.

- ”როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები თბილისის დასაბომბად მოდიანო, ჩემთვის გაუგებარი იყო, რაში სჭირდებოდათ მათ თბილისის დაბომბვა, როცა ძალიან მარტივად, შეეძლოთ თბილისისთვის შუქი გაეთიშათ”.

ექსპერტი ამბობს, რომ დღეს ყველა ცდილობს თავისი პოზიცია გაამართლოს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა იყო.

- ”თუ ვინმე იტყოდა რომელიღაც ობიექტებზე, რომ სტრატეგიულია, მას მტრად შერისხავდნენ. არა და, თავისთავად შეუძლებელი იყო რუსული კაპიტალის შეჩერება. როცა ობიექტს ყიდი, შეუძლებელია თქვა, რომ რუსებს არ მივყიდიო. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ქვეყანას სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე თავი შეეკავებინა”.

- ”როცა სახელმწიფო გეომება, ცხადია, მასთან ახლო კონტაქტში არ უნდა შეხვიდე. სამწუხაროდ, დღეს რუსული კაპიტალი საკმაოდ მომძლავრებულია საქართველოში. ჯერჯერობით, რუსეთი ამას არ იყენებს, მაგრამ როდის გაახსენდება და როგორ გამოიყენებს მას არც ეს ვიცით და არც ის, თუ როგორ შედეგებამდე მიგვიყვანს რუსეთისთვის ამის გახსენება”.

Просмотров: 848 | Добавил: admin | Рейтинг: 1.0/1 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz