ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას არ აპირებს
?ჩვენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დამატებითი საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგების წინააღმდეგ გამოვდივართ. დამკვირვებლები უნდა განლაგდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ვინაიდან საქართველო აგრესორია და უნდა შეაჩერონ მისი მხრიდან ახალი აგრესია, - განაცხადა კოკოითმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტრუქტურებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა მსგავსი საკითხები უპირველესად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან უნდა შეათანხმონ
|