აფხაზ სეპარატისტებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშკრულების ორგანიზაციაში მიღებაზე უარი განუცხადეს.
როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელძღვანელობამ განმარტა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს აღნიშნულ გაერთიანებაში შესვლის უფლება არ აქვთ, რადგანაც მათი დამოუკიდებლობა ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნებიდან არცერთს არ უღიარებია.
როგორც ცნობილია, სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშკრულების ორგანიზაციაში შესვლის თხოვნით რუსეთს ცოტა ხნის წინ მიმართა.