ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:48
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 12 » ბიუჯეტი იზრდება, ევროპული ეკონომიკა გვშორდება
ბიუჯეტი იზრდება, ევროპული ეკონომიკა გვშორდება
14:23
საქართველოს პრემიერი გარეთ ქვეყნის ეკონომიკის ევროპასთან ინტეგრაციითაა დაკავებული, შიგნით კი - ბიუჯეტის ჭრა-კერვით. აქამდე რა გამოიღო შინ და გარეთ გატარებულმა “ქმედითმა ღონისძიებებმა” კარგად დავინახეთ. ახლა შემდეგი სერიის დროა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში მჭიდრო ინტეგრირებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

- “ეს პროცესი ძალიან დიდ დროს წაიღებს, მაგრამ მისი დასრულებისთანავე საქართველო ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში მჭიდროდ ინტეგრირებული იქნება”, - განაცხადა პრემიერმა.

- “ანალოგიური დისკუსიები ამერიკულ მხარესთანაც იწყება. 1-ლ ოქტომბერს აშშ-ის დელეგაცია საქართველოში სწორედ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩამოვა”, - დასძინა მან.

პერმიერი გუშინ ბრიუსელში იმყოფებოდა და მოლაპარაკებები გამართა ევროპელ პარტნიორებთან, როგორც თბილისში დონორთა კონფერენციის მოწვევასთან დაკავშირებით, ასევე - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში.

სანამ გურგენიძე საქართველოს ეკონომიკას ევროპასთან დააკავშირებდეს, მანამდე საბიუჯეტო ცვლილებებს უნდა მიხედოს. ნაომარ ქვეყანას ბევრი ფული სჭირდება და მთავრობაც ძალ-ღონეს არ იშურებს ამ დაცარიელებული ხაზინის შესავსებად.

გურგენიძის აზრით, მოვიდა დრო, როდესაც მთავრობას შეუძლია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მონახაზი განიხილოს, რის შემდეგაც ბიუჯეტში ცვლილებები პარლამენტს გადაეგზავნება. რატომ დადგა ახლა საბიუჯეტო განხილვების დროს ან რატომაა საომარი სიტუაცია ამ ყველაფრისთვის შესაფერისი, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.

ყოველ შემთხვევაში, საარაკოდ სწრაფად გადაწყდა, რომ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 255 მლნ ლარით იზრდება. ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოდენობა 7,209 მლრდ ლარს მიაღწევს.

გილაურის განმარტებით, 354 მლნ ლარით იზრდება ბიუჯეტის გრანტების მუხლი. ფინანსთა მინისტრის თქმით, უკრაინამ უკვე გადმორიცხა საქართველოს ბიუჯეტში 14,5 მლნ ლარი. მოსალოდნელია მეორე ტრანშის ჩარიცხვა.

ასევე, მოხდება წლის დასაწყისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული ნაშთის გამოყენება, რაც დაახლოებით 300 მლნ ლარს შეადგენს. 107 მლნ ლარით გაიზრდება რეგიონალური ბიუჯეტები.

- “ეს თანხა მუნიციპალიტეტებს შენობების მშენებლობისთვის, შეკეთებისთვის და სხვა საჭირო სამუშაოებისთვის გამოეყოფათ”, - აღნიშნა გილაურმა.

საქართველოს მთავრობა რისი მთავრობაა, თუ რუსეთს რაიმეში დაუთმო. ამიტომაც, მოსკოვის მსგავსად თბილისმაც გადაწყვიტა თავდაცვის ბიუჯეტის გახრდა. ამჯერად, თავდაცვისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხა 150 მლნ ლარია, ხოლო 100 მლნ ლარით შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეწევიან.

რა თქმა უნდა, აღნიშნული თანხა მოხმარდება ინფრასტრუქტურის აღდგენას - დანგრეულ სამხედრო ბაზებს, განადგურებული ტერიტორიის მოწესრიგებას და ა.შ. ჩვენი არმიის ზედა ეშელონების საომარი სულისკვეთებას თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს მოქალაქეების გადახდილი თანხა უძირო ქვევრში ჩაყრილ ქერს მოგაგონებს.

ცვლილებები შევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტშიც. რთველზე იქნება გამოყოფილი დამატებით 9 მლნ ლარი, ხოლო სოფლის მეურნეობის სხვა პროგრამებს 4 მლნ ლარი მოაკლდება. ჯამში რთველის ღონისძიებებს წელს 18,5 მლნ ლარი მოხმარდება.

რამდენიმე სამინისტროს ასევე ეზრდება დაფინანსება. ესენია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 14 მლნ, ჯანდაცვის სამინისტრო - 16 მლნ, ასევე დაგეგმილია თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გაზრდა. რაც შეეხება სხვადასხვა უწყებების ბიუჯეტების შემცირებას, ენერგეტიკის სამინისტროს მოაკლდება 12 მლნ ლარი, ფინანსთა სამინისტროს - 4 მლნ, კულტურის სამინისტროს - 3 მლნ და საქართველოს პარლამენტს - 2 მლნ ლარი.

Просмотров: 804 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz