საქართველო დსთ-ის ფარგლებში ხელმოწერილი კიდევ ერთი ხელშეკრულებიდან გამოდის.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოამზადა და დღევანდელ სხდომაზე განიხილა დადგენილების პროექტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასემბლეის შესახებ 1992 წლის 27 მარტის შეთანხმების” მოქმედების შეწვეტას ითვალისწინებს.
დადგენილების პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტის უახლოეს ხდომაზე გავა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში პრეზიდენტის ინიციატივით და პარლამენტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო იმ სამი ძირითადი ხელშეკრულებიდან გამოვიდა, რომელიც დსთ-ის სივრცეში ქვეყნის ყოფნას განსაზღვრავდა.
|