აშშ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სომხეთსაც გამოუყოფს დახმარებას, თუმცა მისი ოდენობა დასადგენია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა განაცხადა. "ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სომხეთი დახმარების ნებისმიერ პაკეტში იყოს ჩართული", - აღნიშნა ფრიდმა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამერიკის სომხურმა ასამბლეამ აშშ-ის კონგრესს წერილი გაუგზავნა და სომხეთისთვის დამხმარების პაკეტის გადახედვა მოითხოვა. წერილში აღნიშნული იყო, რომ რუსულ-ქართულმა კრიზისმა არა მარტო საქართველოზე იქონია გავლენა, არამედ სომხეთზეც