Главная » 2008»სექტემბერი»12 » აშშ თბილისს კონფლიქტების პოლიტიკური გზით მოგვარების და ოპოზიციასთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ აფრთხილებს
აშშ თბილისს კონფლიქტების პოლიტიკური გზით მოგვარების და ოპოზიციასთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ აფრთხილებს
14:25
ამერიკის კონგრესის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას აფიქსირებს. კონგრესმენებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან საქართველოსადმი ეკონომიკური დახმარების და დევნილი მოსახლეობის სახლებში დაბრუნების საკითხები განიხილეს. საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ელისონ შვარცის განცხადებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგება პოლიტიკური გზით უნდა განხორციელდეს. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრები საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციითაც დაინტერესდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგზე და აღინიშნა, რომ პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება ქვეყნის შიდა პროცესების მართვაში.