მამუკა ღლონტი დახმარებას პრეზიდენტ სააკაშვილს სთხოვს
14:31
ტელეკომპანია ”მაესტროს” დირექტორი მამუკა ღლონტი დახმარებისთვის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, ზეგავლენა მოახდინოს შესაბამის უწყებებზე, რათა ”მაესტროს” პოლიტიკური გადაცემების მომზადებისა და ეთერში გაშვების უფლება მიეცეს.
”უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავ საქართველოში სიტყვის თავისუფლების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების გამო. ტელევიზიები ფაქტობრივად მთლიანად კონტროლდება მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირეულ პრინციპებს. ამ მხრივ ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა იმით, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელიც საბოლოოდ გადაიქცა პოლიტიკური ცენზურის ორგანოდ, ყოვლად აბსურდული საბაბით აუკრძალა ”მაესტროს” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემა”, - ნათქვამია დღეს მამუკა ღლონტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.